რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
2018-09-13 10:05:00
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილეებთან ერთად ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, მერიის თანამშრომლებს და სოფლებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გუბერნატორმა შეხვედრაზე მერებს დაავალა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ინვენტარიზაცია და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების 2019 წლის გეგმის შემუშავება.