სიახლეები

გუბერნატორმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

2018-09-13 10:07:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია რეგიონში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო.

ჩოხატაურში, სოფელ ქვემო ერკეთიდან მოედანას მიმართულებით ბუკისციხის ცენტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სოფელ ვაზიანში ა/ბეტონის საფარის მოწყობა, ანა კალანდაძის სახელობის პარკის სამშენებლო სამუშაოები, გოგებაშვილის ქუჩაზე მინი საკალათბურთო სტადიონის მოწყობა და ლანჩხუთში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის რეაბილიტაციის სამუშაოები - ეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ჩამონათვალია, რომელიც გუბერნატორმა მოინახულა.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ის მიესალმება მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების აქტიურად მიმდინარეობას. ნანახით კმაყოფილია, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. გარდა მიმდინარე სამუშაოებისა, რეგიონში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.