გუბერნატორი ოზურგეთში სოფელ წითელმთის მოსახლობას შეხვდა
2018-09-13 10:08:00
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთის მოსახლობას შეხვდა.
„ შევხვდი მოსახლეობას, მოვისმინე მათი პრობლემები. განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფელში არსებული კარიერების საკითხი. მათი შეფასებით კარიერების დამუშავება იწვევს გარემოს დაბინძურებას, ასევე, უწყობს ხელს მეწყერ საშიშ და ეროზიული პროცესების განვითარებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ დარგის სპეციალისტები, რის შედეგადაც უახლოეს დღეებში გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები“- განაცხადა გუბერნატორმა.