სიახლეები

გუბერნატორმა ვერა გორგოშიძეს 97 წლის იუბილე მიულოცა

2018-09-13 10:18:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მცხოვრები ვერა გორგოშიძე 97 წლის გახდა. იუბილე მას გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მიულოცეს.

ღირსეული და თავდაუზოგავი მოღვაწეობისთვის ვერას და მის მეუღლეს საჩუქრებთან ერთად მადლობის სიგელი გადაეცათ.

ვერა გორგოშიძე და ბენია აბუთაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ.