სიახლეები

გუბერნატორი ოზურგეთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

2018-09-13 10:21:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია დღეს ოზურგეთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მოვაჭრეების თქმით, ბაზრის ტერიტორიას განახლება სჭირდება.

გუბერნატორმა ადგილობრივებს დახმარება აღუთქვა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.