სიახლეები

გუბერნატორი რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

2018-09-13 10:22:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

„ რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ უკვე დასრულებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე. განვსაზღვრეთ პრიორიტეტული მიმართულებები და შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები. ამიერიდან ასეთი მასშტაბის შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს“- განაცხადა გუბერნატორმა.