სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მავნებელთან ბრძოლის საკითხებზე

2018-09-13 10:24:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ, გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა, საკრებულოს წევრებს და სოფლებში მერის წარმომადგენლებს გააცნო.

„ სტრატეგიის მიხედვით ჩვენ დავიწყეთ ფერომონების გადანაწილება სოფლებში, რათა მოვიზიდოთ მავნებელი და შემდგომში ის იქნას 
განადგურებული ე.წ ცივი შეშხურებით. შეწამვლითი სამუშაოები მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, მოხდება თერმული ნისლის გაფრქვევა და ნათესების ცივი შეშხურების მეთოდით დამუშავება. ასევე, უმნიშვნელოვანესია მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართვაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექტემბრის პირველ რიცხვებში მოხდება დაახლოებით 50 ერთეული ტექნიკის შემოსვლაც“ - განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა.

დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საველე პირობებში ადგილზევე გაეცნენ, თუ როგორ ხდება ფერომონის დამონტაჟება და მავნებლის განადგურება.