სოფელ ასკანაში „ასკანობა 2018“ აღინიშნა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში დღეს სახალხო დღესასწაული "ასკანობა 2018“ აღინიშნა.
ტრადიციად ქცეული დღესასწაული სოფელ ასკანაში სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი -ფეხბურთსა და მკლავჭიდში. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების " ზენაარი," „შვიდკაცა,“ რეხეული,“ „ალილუია“ და მომღერალ ლევან ნინიძის კონცერტი.
სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები და სიგელები. დასახელდა სოფლის საპატიო მაცხოვრებელი. სოფლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ასკანელის წოდება ზაურ ჩხაიძეს მიენიჭა. ჩხაიძეს სპეციალური სიგელი გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ გადასცეს.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ასევე, ა.(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით ჩატარდა.