სიახლეები

გუბერნატორი ჩხაკაურასა და ზოტის მოსახლეობას შეხვდა

2018-09-13 10:28:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის სოფლებში, ჩხაკაურასა და ზოტში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ტყითსარგებლობის სფეროში არსებული საკითხები და მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო ამბულატორიების შექმნის აუცილებლობა.

სოფელ ზოტში ახალი სასწავლო – სააღმზრდელო პროცესისათვის მზადება აქტიურ ფაზაშია. გუბერნატორმა სოფელში საბავშვო ბაღიც მოინახულა.