სიახლეები

გუბერნატორმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა

2018-09-13 10:37:00

„თითოეული თქვენგანის წარმატება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს რეგიონს, მუნიციპალიტეტს კიდევ ბევრჯერ ასახელებთ. ჩემო ძვირფასებო გილოცავთ და გისურვებთ წინსვლას“ - გუბერნატორმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა.

დღეს, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 100% - იანი გრანტით ჩაირიცხნენ სტუდენტობა მიულოცა და წინსვლა უსურვა.

შეხვედრას დაესწრნენ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და #1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წელს 11 - მა კურსდამთავრებულმა მოიპოვა სხვადასხვა ტიპის სასწავლო გრანტი (სახელმწიფო გრანტი 50%-იანი, 70%-იანი და 100%-იანი დაფინანსებით).