სიახლეები

ისრაელის ელჩის ვიზიტი ჩოხატაურში

2018-09-13 10:38:00

ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, ჩოხატაურში, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავას შეხვდა.

შეხვედრაზე ისრაელთან სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, ისრაელის ელჩმა „მაშავის“ პროგრამის სახელით, შშმ პირთა დღის ცენტრს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

შეხვედრას დაესწრნენ კლუბ „შალომ გურიის“ ხელმძღვანელი ზაურ ოსეფაიშვილი და კლუბის წევრები.