სიახლეები

ოზურგეთის სოფლებში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა მიმდინარეობს

2018-09-13 10:40:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თერმული ნისლით შეწამვლის პროცესი სოფლებში დაიწყო. სამუშაოებში ჩართულია 62 ერთეული სპეციალური ტექნიკა. ღონისძიებების მიზანია მავნებლის მოზამთრე ფაზის რიცხოვნობის შემცირება.

შეწამვლით სამუშაოებს კოორდინირებას უწევენ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.