სიახლეები

გურიის რეგიონში შეწამვლითი ღონისძიებები გრძელდება

2018-09-13 10:48:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიის რეგიონში შეწამვლითი ღონისძიებები და მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან, მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში თავაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ.

სპეციალისტებმა საკარმიდამო ნაკვეთში მოახდინეს „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის დემონსტრირება. აღნიშნული მეთოდის მიხედვით ნარგავებში ხდება ფერომონიანი ბადის განთავსება და მიზიდული მავნებლის პრეპარატის შესხურებით განადგურება.

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სანამ მავნებელი ტემპერატურის ვარდნასთან ერთად საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლებს, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური ღონისძიებების გამოყენება.