სიახლეები

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩოხატაურში

2018-09-14 10:44:00

ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „BATUMI MUSICFEST" ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტში სტუმრად იმყოფებოდნენ იუნესკოს მშვიდობის ელჩი - ელისო ბოლქვაძე და ცნობილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი.

ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში გაიმართა ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.
კონცერტში მონაწილეობდნენ ვირტუოზი ქართველი და ლიეტუველი შემსრულებლები.

კონცერტს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, დაესწრნენ საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, ლიეტუვას ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, პარლამენტის წევრი თემურ ჭკუასელი, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პროექტის მხარდამჭერია ჩექინ ჯორჯია, მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.