სიახლეები

გუბერნატორი ნასაკირალში მოსახლეობას შეხვდა

2018-09-14 10:47:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა.

გუბერნატორმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„ ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სადაც უშუალოდ ვეცნობი არსებულ მდგომარეობას. ნასაკირალის მაცხოვრებლებთან ვიმსჯელეთ დაბისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე. ადგილობრივებმა დახმარების გაწევა ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების ირგვლივ მთხოვეს. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში თითოეულ ადამიანს შესაბამის დახმარებას გავუწევ“ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.