გუბერნატორმა ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი მოინახულა
2018-09-14 10:52:00
გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ დღეს ოზურგეთში ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“დაათვალიერა, თანამშრომლებს შეხვდა და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ ცენტრში კვლევებისა და დიაგნოსტიკის ჩატარების გარდა, ჩაისა და სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სუბტროპიკული კულტურებისთვის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებიც მოეწყო.
ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრს 50 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ლაბორატორიაში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა აგროქიმიური გამოკვლევები და მათ საფუძველზე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასუქების რაციონალურად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.