სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2018-09-14 10:57:00
დღეს გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა და დამატებითი საჭიროებები; მიმდინარე და 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.