გუბერნატორმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
2018-09-17 15:00:00
“ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს,მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, ეს არის მათთვის ნამდვილად დაუვიწყარი დღე, რომელიც მუდამ ემახსოვრებათ. ჩემო ძვირფასებო, მთელი გულით გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს და ნათელ მომავალს. ნაყოფიერი და ნიჭიერების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის“ - მოსწავლეებს და პედაგოგებს გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მიულოცა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საჯარო სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. მოსწავლეებმა სტუმრებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრებიც წარმოადგინეს.