შეხვედრა მცირე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძე ურეკში მცხოვრებს მცირე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ტურისტული ობიექტების მფლობელებთან ერთად წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ზაზა სიხარულიძემ აღნიშნა, ურეკში გრძელდება წყალმომარაგება - წყალარინების სისტემების მშენებლობა. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ურეკს ექნება ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ისარგებლებენ.გარდა ამისა, 2019 წლის მარტში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ანასეულის მოსახლეობის 24-საათიანი სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას დაიწყებს.
შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.