სიახლეები

გუბერნატორი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

2018-09-26 21:48:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროექტი - „რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში ფაზა II“.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლდათ საპილოტე ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის შემუშავება და რეგიონებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. ვიმსჯელეთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც გურიისთვის პრიორიტეტულია. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა იქნება წარმატებული“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

პროექტში საქართველოს მასშტაბით ჩართულია ოთხი საპილოტე რეგიონი კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდასაჭერად.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის გუნდის ლიდერი პიოტრ ჟუბერი, საერთაშორისო ექსპერტი ურბანულ საკითხებში იაცეკ ვოზნიაკი, რეგიონალური განვითარების ექსპერტი ზვიად არჩუაძე, გუბერნატორის მოადგილე, სამივე მუნიციპალიტეტის მერები და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები.