სიახლეები

გუბერნატორმა სამკერავლო ფაბრიკა „ოზურგეთ დენიმი“ დაათვალიერა

2018-09-26 21:50:00

შპს „ოზურგეთ დენიმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ზარა, მანგო, ბერშკა, მასიმო დუტი, ესპრიტი და ა.შ. ჯინსებს შეკერავს.

ფაბრიკამ სატესტო რეჟიმში უკვე დაიწყო ფუნქციონირება და გასატანად პირველი შეკვეთაც მზად არის. ამ ეტაპზე 150-მდე მკერავია დასაქმებული და ოფიციალურ გახსნამდე მათი რიცხვი 300-მდე გაიზრდება.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია დღეს მოადგილესთან გიორგი თურმანიძესთან ერთად, ოზურგეთის სამკერავლო ფაბრიკა „ოზურგეთ დენიმს“ ესტუმრა.

„დავათვალიერეთ ფაბრიკა და გავეცანით თუ როგორ მიმდინარეობს სამკერვალო პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ასეთი მოცულობის უცხოური ინვესტიცია ხორციელდება, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეს იქნება ერთგვარი გარანტის და სტაბილურობის მანიშნებელი სხვა ინვესტორებისთვის, რომ გურია სწორედ ის რეგიონია, სადაც ღირს ინვესტირება და ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ერთის მხრივ მოგებას მოუტანს ბიზნესს და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას“ - აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.