სიახლეები

შეხვედრა ირანელ ბიზნესმენებთან

2018-09-27 19:51:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ირანის ქალაქ იაზდის, ფიშკამან ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მშრალი პორტი“-ს დამფუძნებელს შეხვდა.

„ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით სხვადასხვა ინვესტორს და ვაცნობთ მათ ინფორმაცის გურიის შესახებ, თუ რატომ არის მომგებიანი აქ ინვესტირება და რა დადებითი მხარეები, შესაძლებლობები გააჩნია რეგიონს. ირანელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელ ინვესტიციებზე “ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ოზურგეთის მერი და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.