სიახლეები

გაცნობითი შეხვედრა ნორვეგიის ელჩის მოადგილესთან

2018-09-27 21:56:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ნორვეგიის ელჩის მოადგილეს ვეგარდ სტრენსრელს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, კრისტინ აგნეტა ვაჰლბერგს და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს დავით მელუას შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე ელჩის მოადგილემ აღნიშნა, ის პირველად იმყოფება გურიაში და ვიზიტის მიზანს, ათეა-სთან ერთად განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა წარმოადგენს, რომელთა მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება წარმოადგენდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პერსპექტივებზე და ნორვეგიული მხარის დახმარების მიმართულებებზე, რომელიც მოიცავს, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მხარდაჭერას, ასევე განახლებადი ენერგიის და თვითმართველობის გაძლიერების პროექტების განხორციელებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სწორედ ახლა მიმდინარეობს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ხუთწლიანი გეგმის შემუშავება, სადაც ჩვენი რეგიონიც აქტიურად იქნება ჩართული “ - აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.