სიახლეები

შეხვედრა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

2018-09-28 21:57:00

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა და მოადგილე ირაკლი მოისწრაფეშვილი, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას შეხვდნენ.

„ შეხვედრის მთავარ თემას ასოციაციის გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. ჩვენი ფერმერებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ასოციაციის მიერ სხვა რეგიონებში (სამეგრელო, კახეთი) განხორციელებული ღონისძიებები და გამოთქვეს სურვილი, მსგავს საქმიანობაში თავადაც ჩართულიყვნენ. ასევე, რეგიონის მასშტაბით შეიქმნება მეთხილე ფერმერთა რამდენიმე ჯგუფი, რომელსაც ასოციაცია გადაამზადებს იმისათვის, რათა თავიან საქმიანობაში უფრო წარმატებულები გახდნენ“- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი თეა კუპრაძე, ასევე ჩოხატაურის, ლანხუთის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები და რეგიონის თხილის მწარმოებელი ფერმერები.