სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობის“ დღესასწაული აღინიშნა
2018-09-28 21:25:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში “ექვთიმეობა“ აღინიშნა.
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო ექვთიმე ღვთისკაცისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით "გაუტეხელი მებრძოლი - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი." ლიხაურის კულტურის სახლში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ „ექვთიმეობას“ ვულოცავ მთელს საქართველოს და გურიას. ეს დღესასწაული სოფელ ლიხაურში ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი გვმასპინძლობს. ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლი ჩვენი ქვეყნისთვის ფასდაუდებელია და ვისურვებდი, რომ სწორედ ექვთიმეს მაგალითზე აღიზარდონ მომავალი თაობები “- გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაია.