ოზურგეთში შშმ პირთა შორის რიგით მეოთხე ჩემპიონატი გაიმართა
2018-10-02 22:05:00
ოზურგეთის სპორტის სასახლემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის გურიის რეგიონალურ რიგით მეოთხე ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატი სპორტის ოთხ სახეობაში – ჭადრაკში, ნარდში, შაშსა და მკლავჭიდში გაიმართა.
ჩემპიონატის ყველა მონაწილე, ფინალში გასული მოასპარეზეები მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ მიერ დაწესებული დავით ჟღენტის სახელობის გარდამავალი თასი, მხარის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და ასოციაციის ხელმძღვანელმა რომან ლომაძემ, გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგის მქონე გამარჯვებულ გუნდს გადასცეს.
ჩემპიონატი მთელი დღის განმავლობში მიმდინარობდა და მასში მონაწილეობდნენ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან.
გურიის ჩემპიონატის გამარჯვებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა.