სიახლეები

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან

2018-10-02 21:06:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 2017 წელს ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის ძირითადი მიგნებები. აღნიშნული ღონისძიების მიზანი გახლდათ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ადგილობრივ დონეზე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა. კვლევის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილეები გიორგი თურმანიძე, გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების თანამშრომლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გენდერულ საკითხებზე მომუშავე პირები.