სიახლეები

ინკლუზიური პრაქტიკის საერთაშორისო ფესტივალი - ურეკში

2018-10-03 22:09:00

ურეკი ინკლუზიური პრაქტიკის პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც დღეს ურეკის კულტურის სახლში საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალის მიზანია საოჯახო ინკლუზიური გამოცდილებისა და საუკეთესო ინკლუზიური პრაქტიკის გაზიარება, ასევე, ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისა და შემოქმედებითი ინკლუზიური კოლექტივების გაცნობა.

ინკლუზიური პრაქტიკის პირველ საერთაშორისო ფესტივალში 13 ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალის გახსნას გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ფესტივალი 5 ოქტომბერს დაიხურება.