სიახლეები

გურიის გუბერნიაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს

2018-10-04 22:15:00

გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს.

დღეს, გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, კრიზისების მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენლებს თეიმურაზ მელქაძეს და ილია ხურციძეს შეხვდა.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რა უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტების მხრიდან საგანგებო სიტუაციების დროს, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირების მოხდენა, ინფორმაციის ოპერატიულად მიღება და რთულ სიტუაციებში სტრატეგიის დასახვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები, გიორგი თურმანიძე, გია ებრალიძე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, სამივე მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეები და საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი წარმომადგენლები.