სიახლეები

გურიის გუბერნიაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2018-12-14 09:08:00

გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებული სამუშაოები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

გუბერნატორმა საბჭოს წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამაში გურიის რეგიონის ჩართვის თაობაზე.

სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.