გურიის გუბერნიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2018-12-26 12:15:00
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხები და რეგიონში მიმდინარე და 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ისაუბრეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებულ სამუშაოებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მერები, მათი მოადგილეები და სამსახურების უფროსები.