სიახლეები

ჩოხატაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რაიონული ცენტრის შენობა გაიხსნა

2018-12-27 14:56:00

ჩოხატაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რაიონული ცენტრის შენობა გაიხსნა. ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 თანამშრომელი ახალ წელს ახალ სამუშაო გარემოში შეხვდება.

სასწრაფოს ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო წილოსანთან, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, მუნიციპალიტეტისმერთან ირაკლი კუჭავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით არის აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შესაბამის პირობებში შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.

ამ დრომდე, ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ერთ-ერთ კერძო შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა. 
ავთანდილ თალაკვაძემ ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მაღალი გამავლობის ავტომობილიც გადასცა, რაც მათ მაღალმთიან სოფლებში გადაადგილების პრობლემას მოუხნის.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.