სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

2019-01-04 16:29:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. მათ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

"დღეს ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში მოვინახულე უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები და მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცანი. სოციალური პირობების გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ამ ადამიანების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ვულოცავ ყველას დამდეგ ახალ წელს. მომავალი წელი ყოფილიყოს კეთილდღეობის, სიხარულის და წარმატებების მომტანი" - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.