სიახლეები

გურიაში ტრადიციული ალილო გაიმართა

2019-01-07 13:29:00

შობის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული „ალილო“ გაიმართა. მსვლელობა დღის 12 საათზე ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ. ალილოს მონაწილეებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. მათ ალილოს მონაწილეებს საახალწლო ნობათი, ტკბილეული და საჩუქრები გადასცეს. „ მართლმადიდებელი სამყარო დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ქრისტეშობის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ იმართება. რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გროვდება შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები. აღსანიშნავია, რომ მივიწყებული ალილოს ტრადიცია საქართველოში რამდენიმე წელია რაც აღდგა და საყოველთაო დღესასწაულის სახე მიიღო. ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, კეთილდღეობას და უფლის წყალობას. მრავალს დაესწარით“! - ზურაბ ნასარაია.