სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში კალანდა აღინიშნა

2019-01-14 09:53:00

აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებია.

„კალანდა 2019“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ - მუზეუმში ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

ღონისძიებას დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი-ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

„კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს. 2019 წელი ყოფილიყოს, თითოეული მოქალაქისა და მათი ოჯახებისთვის კეთილდღეობის მომტანი. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მშვიდობას და ბედნიერებას. მრავალს დაესწარით“! - ზურაბ ნასარაია.