სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის 6 კმ - მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

2019-01-25 11:26:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის 6 კმ - მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.

გზის სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია გაეცნო.

პროექტი, რომლის ღირებულება 4 მილიონ 539 ათას 604 ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.