სიახლეები

ოზურგეთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

2019-02-05 09:52:00

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ ორგანიზებით ოზურგეთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან მარიკა ჩხიკვიშვილთან, ხათუნა ცერცვაძესთან ერთად, სოფელ დვაბზუს საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.

„სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ ჩვენი პატარები სამახსოვრო საჩუქრებით და სათამაშოებით კიდევ დაასაჩუქრა. პატარების გახარებისთვის და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი კომპანიის წარმომადგენლებს. მსგავსი სახის აქცია ჩვენ ლანჩხუთში და ჩოხატაურშიც განვახორციელეთ”- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.