სიახლეები

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გაიმართა

2019-02-08 17:19:00

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გაიმართა. 
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ცხემლისხიდის, ბაღდადის, ვაკიჯვრის და ფამფალეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

ცხემლისხიდის მოსახლეობამ გამოყოფილი თანხის ფარგლებში პრიორიტეტად სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ხიდის აღდგენა, მოსაცდელის მოწყობა აირჩია და უჩხუბის უბანში გარე განათების დამონტაჟება.

 სოფელ ბაღდადის მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათება, მგზავრთა მოსაცდელი და სანიაღვრე არხი მოეწყობა.

ფამფალეთის მოსახლეობამ სასაფლაოს შეღობვა, მოსაცდელისა და საბავშვო ბაღში ატრაქციონების მოწყობა გადაწყვიტა. 

 სოფელ ვაკიჯვრის მოსახლეობამ სოფლის ცენტრისა და მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა აირჩია.