სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითსა და სოფელ ნაგომარში ჩატარდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში და სოფელ ნაგომარში ჩატარდა.
სოფელ ძიმითის მაცხოვრებელთა პრიორიტეტებია: წყლის სისტემის რეაბილიტაცია, კლუბის ეზოს მოწყობა. ქვედა ძიმითის მოსახლეობის გადაწყვეტილებით წყლის სისტემის რეაბილიტაცია ჩატარდება და სასაფლაოს ეზოს შეღობვა დასრულდება. ძიმითის ნასაკირალში კი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება და სასაფლაოსთან მისავლელ გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა.
ნაგომარში ადგილობრივებმა აირჩიეს - ცენტრის კეთილმოწყობა, ადმინისტრაციული შენობის და ხიდების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, სასაფლაოს ეზოს შეღობვა და სანიაღვრე არხების მოწყობა.
მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.