საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება რეგიონებში პირველადი დახმარების სასწავლო კურსს მართავს
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, წითელი ჯვრის საზოგადოების ჯანდაცვის გუნდმა, ნორვეგიის წარმომადგენლობასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი გახლდათ მომდევნო სამწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტების განსაზღვრა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად (კატასტროფების მართვა, ჯანდაცვა და სოციალური მხარდაჭერა, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარება, სხვ.) და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ნორვეგიის წითელი ჯვრის დელეგაციას თანამეგობრობის პროგრამის ფარგლებში 18-დან 24 თებერვლამდე მასპინძლობს. შეხვედრას რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.