სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ჩატარდა

2019-02-20 18:11:00

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ჩატარდა.

ადგილობრივებმა ზემო ნატანებში პრიორიტეტად აირჩიეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, მინი სტადიონის, სკოლის ეზოში არსებული სტადიონის მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია.

ქვემო ნატანების მოსახლეობამ მე-16 უბანში ბეტონის საფარით გზის მოწყობა გადაწყვიტა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მილ - ხიდსა და შიდა გზებს. ნატანები - შეკვეთილის დამაკავშირებელი გზა ბეტონის საფარით მოეწყობა, სანიაღვრე არხები გაიწმინდება და ადგილობრივები წყლის მილებს შეიძენენ.

მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.