სიახლეები

დაბა ლაითურში წყლის შემკრები აუზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2019-02-21 15:29:00

ოზურგეთში, დაბა ლაითურში, წყლის შემკრები აუზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები დღეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ დაათვალიერეს.

უკვე განხორციელდა წყლის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე რეზერვუართან ერთად მიმდინარეობს სატუმბი სადგურისა და საქლორატოროს მოწყობის სამუშაოები.

ლაითურში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს.

სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ კი,ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.