ლანჩხუთში საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ
2019-02-22 17:13:00
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდისგან ლანჩხუთში საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ.
სავარჯიშო ფორმები, 60 სათამაშო ბურთი და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი 7 ასაკობრივ ჯგუფს (140 ბავშვს) გადასცეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.