სიახლეები

სოფელ შემოქმედში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

2019-02-25 11:05:00

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. საერთო კრება დღეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში წითელმთაში, კვირიკეთში, გომში, გონებისკარსა და შემოქმედში ჩატარდა.

გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მოსახლეობამ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, სტადიონის კეთილმოწყობა, შემოქმედის პარკისთვის საბავშვო ატრაქციონების შეძენა, შიდა გზების მოწყობა, მოსაცდელისა და მილხიდების მონტაჟი აირჩია.

მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.