გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ოზურგეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
2019-02-25 11:08:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მერის მოადგილესთან, ოსიკო თოთიბაძესთან ერთად დაათვალიერა.
გრიბოედოვის ქუჩა N21-ში და N23-ში მდებარე სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები გადაიხურა. დამონტაჟდა წყალშემკრები და წყალგამტარი მილები.
დაბა ლაითურში ხანძრისგან დაზარალებულებისთვის ორსართულიანი შენობა შენდება. სახლი გასულ წელს დაიწვა, რის გამოც 5 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭირო თანხები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.