სიახლეები

ლანჩხუთის სოფლებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

2019-02-25 15:20:00

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ ორგანიზებით, ლანჩხუთის სოფლებში (ეწერი, ნინოშვილი, ღრმაღელე, ხიდმაღალა, სუფსა, ახალსოფელი, ხაჯალია) საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.

„ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, მოვინახულე საბავშვო ბაღები, შევხვდით აღსაზრდელებს და გადავეცით სამახსოვრო საჩუქრები. მადლობას ვუხდი „ჭიტას“ მხარდაჭერისთვის, ამ დღის გალამაზებისა და ჩვენი ბავშვების გახარებისთვის. მსგავსი სახის აქცია ჩვენ ოზურგეთში და ჩოხატაურშიც განვახორციელეთ”- აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.