სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

2021-07-19 10:08:00

 

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრეს.