სიახლეები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პროექტის: „უნარების გაძლიერება და დასაქმების შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

2021-07-19 10:23:00

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პროექტ: „უნარების გაძლიერება და დასაქმების შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და მისი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე, იხსნება სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც დაინტერსებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდნენ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღონ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა.

პროექტის მიზანია შეიქმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით; ხელი შეუწყოს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.