ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჯუმბერ დუნდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჯუმბერ დუნდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და გია ებრალიძესთან ერთად დაესწრო.
„ ჩვენ აღვნიშნავთ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის, ბატონი ჯუმბერ დუნდუას 80 წლის იუბილეს. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ქართული ხელოვნებისა და ქორეოგრაფიის, როგორც განვითარების , ასევე პოპულარიზაციის საკითხებში. მისასალმებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მისი ოჯახი ასე ღირსეულად აგრძელებს მის მიერ დაწყებულ დიდ საქმეს და სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ კვლავ რჩება ფლაგმანად ქართული ქორეოგრაფიის მიმართულებით“- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
ღონისძიების დაწყებამდე ანსამბლ ,,გურიას" დამფუძნებლის, ჯუმბერ დუნდუას სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად, მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე, მემორიალური დაფა განთავსდა.