სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2021-07-19 10:42:00

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გიორგი ურუშაძემ ლანჩხუთში მიმდინარე და დასრულებული ინფასტრუქტურული პროექტების შესახებ, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებისგან ინფორმაცია პირადად მოისმინა.

მხარის რწმუნებულის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.